Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე


კიევში დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის შეტაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს გამართავს. იანუკოვიჩის თქმით, შექმნილია საგანგებო კომიტეტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად და კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად. მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის კვირას მომხდარი შეტაკება მიჩნეულია ყველაზე ინტენსიურ დაპირისპირებად მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ დაიწყო აქციები იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ. დაპირისპირება წუხელაც გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავდა 70-ზე მეტი სამართალდამცველი, დაკავებულია 10-მდე დემონსტრანტი. კვირას ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, დემონსტრაციების საწინააღმდეგო ახალი კანონის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG