Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი თურქეთში იმყოფება ვიზიტით


საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. დღეს ანკარაში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის შეხვედრა. მისი დასრულების შედეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის და ერთობლივი ენერგეტიკული და კულტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აბდულა გიულის განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ანკარაში ვიზიტისას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, და ხვალ ტაო კლარჯეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG