Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტები


კიევში გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ორი კორესპონდენტი, რომელიც დღეს დააკავა მილიციამ და დაკავებისას ორივეს სცემა. ჟურნალისტი დმიტრო ბარკარი და ოპერატორი იგორ ისხაკოვი დააკავეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ კიევის ცენტრში დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის შეტაკებებს. ორივე კორესპონდენტი ამბობს, რომ მილიციელებმა სცემეს და რომ დაკარგულია ვიდეოკამერა, რომლითაც დემონსტრაციის დროს მომხდარ შეტაკებებს იღებდნენ. პოლიციის პრესმდივანმა ინა ჰამალიმ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ისხაკოვი და ბარკარი დაკავებულ იქნენ, როგორც „მოწმეები“. დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც კვირას ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის ცენტრში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ახალი, აქციების წინააღმდეგ მიმართული კანონის ხელმოწერის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG