Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კრიტიკა მოჰყვა გადაწყვეტილებას სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე ირანის მიწვევის შესახებ


სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ირანის მიწვევას მოჰყვა კრიტიკული რეაქციები, რომელთა გამოც ეჭვქვეშ დგას სამშვიდობო მოლაპარაკების, გეგმისამებრ, მიმდინარე კვირაში გამართვა. შეხვედრას შვეიცარიამ უნდა უმასპინძლოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანს არ შეუსრულებია მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმები და ვაშინგტონი მოელის გაეროს მიერ ირანის მიწვევის გაუქმებას. უფრო ადრე საუდის არაბეთმა, რომელიც სირიელი მეამბოხეების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ასევე უარყოფითად შეაფასა მოლაპარაკებებზე ირანის მიწვევა. მისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია იმის გამო, რომ ირანი მხარს არ უჭერს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას. სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებაში ირანის მონაწილეობა მიუღებელია სირიელი ოპოზიციონერებისთვისაც. „სირიის ეროვნული კოალიცია“ შვეიცარიაში მოლაპარაკების ბოიკოტითაც დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG