Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში დაკავებული რუსი ულტრანაციონალისტის მომხრეები კუბის საელჩოსთან აქციას გეგმავენ


გასულ კვირაში კუბაში დაკავებული ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტის, მაკსიმ მარცინკევიჩის მომხრეებმა განაცხადეს, რომ მოსკოვში კუბის საელჩოსთან პიკეტს გეგმავენ, რათა პროტესტი გამოხატონ მისი დაკავების და რუსეთში შესაძლო ექსტრადიციის გამო. მარცინკევიჩმა შარშან დააარსა ჰომოჰობიური გაერთიანება, სახელწოდებით, „ოკუპაი დეპოფილია“, რათა მიეტყუებინათ, დაემცირებინათ და ეწამებინათ გეები. 2013 წელს ინტერნეტში გავრცელდა ამგვარი აქტების ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც მარცინკევიჩი და მისი მიდევრები ამცირებენ და სცემენ გეებს. გასულ თვეში სასამარლომ დაუსწრებლად მისი დაპატიმრება გადაწყვიტა ექსტრემიზმში ბრალდებით. ადვოკატის თანახმად, რუსეთი აპირებს მისი ექსტრადიციის მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG