Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ უკან წაიღო სირიის კონფერენციაზე ირანისთვის გაგზავნილი მიწვევა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ორშაბათს უკან წაიღო ირანის მიწვევა სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა კვირას მიიწვია ირანი კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც თეირანისგან მიიღო დასტური, რომ ირანისთვის მისაღები იყო სირიის გარდამავალი მთავრობის შექმნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარეშე. ბან კი-მუნის წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ განმარტა, რომ გენერალური მდივნის წუხილი გამოიწვია ორშაბათს გაეროში ირანის ელჩის განცხადებამ, რომ ირანისთვის მიუღებელია პირობა გარდამავალი მთავრობის შესახებ. ვაშინგტონი სირიის კონფერენციაზე ირანის მონაწილეობის წინააღმდეგია. სირიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო ირანის მიწვევის შემდეგ შეკრების ბოიკოტით დაიმუქრა. თუმცა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია ახლა აცხადებს, რომ დაესწრება კონფერენციას.
XS
SM
MD
LG