Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა „აზრსმოკლებული და კონტრპროდუქტიული“ უწოდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ მოსკოვმა გადახედოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. „ჩვენ არ შეგვიძია შევცვალოთ ის რეალობა, რაც სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ წარმოიშვა. და მცდელობა, რომ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების პირობად იქცეს რუსეთის მიერ არსებული რეალობების უარის თქმა თ მოხდეს, - ასეთი მცდელობა უპერსპექტივო, კონტრპროდუქტიული და არაფრის მომცემია“. ლავროვის განმარტება მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტს რუსეთის იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის საზღვრის 12 კილომეტრით, აფხაზეთის სიღრმეში გადაწევას ითვალისწინებს. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომდის დასრულების შემდეგ აღიარა. საქართველო ოკუპირებულად მიიჩნევს ორივე რეგიონს, სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG