Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია: ანძის განათებას საჰაერო ნავიგაციის შუქურასთან კავშირი არა აქვს


"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, მერიამ ანძის განათება ჩართო“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მერია აღნიშნავს, რომ მისთვის ანძის განათების გამორთვა თვითმიზანი არ იყო და საბიუჯეტო განხილვის პროცესის გააქტიურების სურვილით იყო განპირობებული. ტელეანძის გამორთვის მიზნად მერია იმას ასახელებს, რომ დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისისთვის შექმნილი პრობლემების გამო საკრებულოს უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეგრძნო. „ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. მისივე მტკიცებით, ანძის გარე განათებას საჰაერო ნავიგაციის შუქურასთან არანაირი კავშირი არა აქვს და შესაბამისად, სიცრუეა განცხადება, რომ გარე განათების გამორთვას შუქურის გამორთვა მოჰყვა და საჰაერო მიმოსვლას საფრთხე შეექმნა.
XS
SM
MD
LG