Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ გამართა უსაფრთხების საბჭოს პირველი სხდომა


უსაფრთხების საბჭოს პირველი სხდომა გამართა დღეს საქართველოს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სხდომაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG