Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მომიტინგეები კონტრშეტევაზე გადავიდნენ


როგორც ინტერნეტ-ტელევიზია Espreso TV იუწყება, მომიტინგეების რიცხვი გაიზარდა, ვინაიდან მათ დემონსტრანტები მაიდნიდან შეუერთდნენ. ისინი ამ წუთებში გრუშევსკის ქუჩის მიმდებარედ, სასტუმრო "დნეპრთან" იმყოფებიან. "ბერკუტი" აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და ხელკეტებს იყენებს. სამართალდამცავებმა თავდაპირველად გრუშევსკის ქუჩა მთლიანად დაიკავეს, დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს, თუმცა სასტუმრო "დნეპრთან" კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
XS
SM
MD
LG