Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ორი დემონსტრანტი დაიღუპა


უკრაინაში ორი დემონსტრანტი დაიღუპა ოთხშაბათს მომხდარი ახალი დაპირისპირების შედეგად მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიციის რაზმებს შორის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი დემონსტრანტი ცეცხლსასროლის ჭრილობებით, პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა. დაპირისპირება მოჰყვა გამთენიისას პოლიციის მიერ ოპოზიციის მომხრეთა მიერ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩასთან აღმართული ბარიკადის დემონტაჟის მცდელობას. შვედეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა კარლ ბილდტმა ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციაში დილის მოვლენებს კიევში „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა და მოუწოდა ხელისუფლებას "შეწყვიტოს რეპრესიები და კარი გაუღოს დიალოგს.“ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციებს კიევის ცენტრში „ტერორისტების“ გამოსვლა მოჰყვა და დაიმუქრა, რომ დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი „დანაშაულებრივი ქმედება“.
XS
SM
MD
LG