Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს სირიაში გარდამავლი მთავრობის ფორმირებას


შვეიცარიაში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტიდან გამოსავლის მოძებნას. ქალაქ მონტროში შეკრებილი დელეგაციების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ იქნება „იოლი და მეყსეული“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოლაპარაკებებს უწოდა „რთული და დაძაბული“, მაგრამ გაიმეორა, რომ არ არსებობს სხვა გზა, გარდამავალი მთავრობის ფორმირების გარდა, რასაც ბაშარ ალ ასადი უნდა შეეგუოს. კონფერენციას შვეიცარიაში ესწრება სირიის ხელისუფლება. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ მუალემმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა შეწყვიტონ ტერორისტების მხარდაჭერა, რაც ქვეყანაში იარაღის შეტანაში გამოიხატება. „ჟენევა 2“-ის სახელწოდებით მიმდინარე კონფერენცია სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან პირველი ღონისძიებაა, რომელშიც სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG