Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი მოლაპარაკებებზე უხმობს ოპოზიციას


უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არსენი იაცენიუკი იტყობინება, რომ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დათანხმდა მასთან და ოპოზიციის კიდევ ორ ლიდერთან ვიტალი კლიჩკოსთან და ოლეგ ტიაჰნიბოკთან შეხვედრას. ამის თაობაზე იაცენიუკმა ინფორმაცია ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. მანამდე კი უკრაინის შინაგანი ჯარისა და სპეცდანიშნულების „ბერკუტის“ ნაწილებმა გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებილი ანტისამთავრობო დემონსტრანტები ევროპის მოედნამდე შეავიწროვეს.დილით უკრაინაში ორი დემონსტრანტი დაიღუპა ოთხშაბათს მომხდარი ახალი დაპირისპირების შედეგად მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიციის რაზმებს შორის. დემონსტრანტების დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა. დაპირისპირება მოჰყვა გამთენიისას პოლიციის მიერ ოპოზიციის მომხრეთა მიერ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩასთან აღმართული ბარიკადის დემონტაჟის მცდელობას.
XS
SM
MD
LG