ღაზის სექტორიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. თვითმხილველები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმა განხორციელდა ავტომობილზე, რომლითაც მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ქალაქ ბეით-ხანუნთან მოხდა. ისრაელის ჯარის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი აჰმად ზანინია, რომელიც მონაწილეობდა ისრაელის მიმართულებით რაკეტის გასროლაში ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრის, არიელ შარონის დაკრძალვის ცერემონიისას.