Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში მომხდარი ინციდენტის გამო


ესპანეთის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში შეიარაღებული პირების მიერ ექვსი ადგილობრივი პოლიციელის დახოცვის გამო. ეს პოლიციელები ბალუჯისტანის პროვინციაში ჩასული ესპანელი ველოსიპედისტის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. თვით ველოსიპედისტმა, ცნობების თანახმად, მცირე ჭრილობები მიიღო. პროვინციის დედაქალაქ ქუეტასთან მომხდარი ინციდენტისას, როგორც იუწყებიან, დაიჭრა, სულ ცოტა, ექვსი პაკისტანელი პოლიციელიც. ესპანელი მოგზაური მიმდინარე კვირაში ჩავიდა ბელუჯისტანში მეზობელი ირანიდან, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასთან დაკავშირებით. მას მცველები მიუჩინეს, ბელუჯისტანში ძალადობის საფრთხის გამო. ამავე რეგიონში სამშაბათს დაიღუპა 30-მდე შიიტი მომლოცველი, მათი ავტობუსის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG