Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიიღეს გადაწყვეტილება პლატონ ლებედევის გათავისუფლების შესახებ


რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხაილ ხოდორკოვსკის ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, პლატონ ლებედევს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ლებედევს პატიმრობის ვადა შეუმცირდა უკვე მოხდილი სასჯელის ვადამდე. გავრცელებული ინფორმაციით, ლებედევი, რომელიც 2003 წლიდან იხდის სასჯელს, დღესვე შეძლებს კოლონიის დატოვებას. მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი შარშან, 20 დეკემბერს შეიწყალა რუსეთის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ხოდორკოვსკი გერმანიაში გაემგზავრა. უზენაეს სასამართლოს არ შეუცვლია წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ლებედევს და ხოდორკოვსკის აკისრებს 521 მილიონი დოლარის ჯარიმას, გადასახადებისათვის თავის არიდებისათვის.
XS
SM
MD
LG