Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს ზავის დარღვევაში


აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ზავის დარღვევაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ხუთშაბათს მომხდარ ინციდენტზე, აზერბაიჯანის ფიზულის რაიონში, საზღვარზე ეუთოს ოფიციალური წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტის დროს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ეუთოს წარმომადგენლების მეორე ჯგუფი ამ დროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან უწევდა მეთვალყურეობას საზღვარს. ერევანში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სეირან ოჰანიანმა განაცხადა, რომ საზღვრის გასწვრივ დაძაბულობა რჩება და სომხური მხარე „რეაგირებს მხოლოდ დამიზნებული სროლის შემთხვევაში“. აზერბაიჯანსა და ადგილობრივ ეთნიკურ სომეხ სეპარატისტებს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო ომის შემდეგ, მხარეები 1994 წელს დაზავდნენ.
XS
SM
MD
LG