Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს


„ჩვენ გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დღეს თბილისში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო უკრაინაში ყველა მხარეს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ მთავარს - ადამიანის სიცოცხლეს და ქვეყნის ერთიანობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ჰყავს არჩეული ხელისუფლება და საქართველო ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირ ვერ ჩაერევა. „ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით, რომ ჩვენთვის უაღრესად სასიხარულო იქნებოდა, რომ უკრაინა საქართველოს მსგავსად ჩართულიყო ერთიან ევროპულ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG