Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ექსტრემიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ექსტრემიზმში დამნაშავედ ცნობილი პირებისთვის. ორიდან ოთხ წლამდე იზრდება ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის პატიმრობის მაქსიმალური ვადა. კანონპროექტის დამტკიცება ორი კვირით უსწრებს წინ სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებას. ოთხშაბათს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განაცხადეს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა, რომ ელექტრონული ფოსტით მიიღეს მუქარა ამ ქვეყნების წარმომადგენელი ათლეტების მისამართით. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოჭში უსაფრთხოების საკითხი მართლაც დგას დღის წესრიგში, მაგრამ საფრთხე არ არის უფრო დიდი, ვიდრე სხვა ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG