Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიღუპა


უკრაინაში კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიღუპა

უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია კიდევ ერთი დემონსტრანტის დაღუპვის ფაქტი ქვეყნის მასშტაბით პოლიციასა და ანტისახელისუფლებო ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად. კიევის მერიის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უწყების თქმით, მამაკაცი კვირის დასაწყისში გრუშევსკის ქუჩაზე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შაბათს კი ევრომაიდანზე ვითარება შედარებით მშვიდი იყო. თუმცა, მომიტინგეებმა დღეს დილით რამდენიმე საათით ენერგეტიკის სამინისტროს შენობა დაიკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი დასდო დემონსტრანტებს ორი პოლიციელის პატიმრად აყვანაში. თუმცა ოპოზიცია ამ ფაქტს არ ადასტურებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ოპოზიცია ვეღარ აკონტროლებს რადიკალურად განწყობილ მომიტინგეებს, რაც ვითარების მშვიდობიანად მოგვარების შანსებს ამცირებს. კიევში მეორე დღეა იმყოფება ევროკომისარი შტეფან ფიულე, რომელიც ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის.
XS
SM
MD
LG