Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ


ჟენევაში, შაბათს, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ სირიის მთავრობის და ოპოზიციის დელეგაციების წევრები. ეს არის დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა სამწლიანი კონფლიქტის განმავლობაში, რომლის დროსაც სირიაში 100 000 კაცი დაიღუპა. შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი, რომელმაც მანამდე მოლაპარაკებას „იმედისმომცემი“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე ისაუბრეს მხარეებმა და მიაღწიეს თუ არა რაიმე შედეგს. სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის ქალაქ მონტროში, სადაც „ჟენევა-2“-ს სახელით ცნობილი სამშვიდობო კონფერენცია მიმდინარეობს. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ კონფერენცია ეხება „ტერორიზმის“ საფრთხის განეიტრალებას, რომლის წინაშეც, მისი თქმით, მთავრობა დგას. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის ეროვნულ კოალიციას კი დროებითი მთავრობის ფორმირების და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პოსტიდან წასვლაზე სურს მოლაპარაკება. ვრცელდება დიპლომატების სიტყვები, რომ მათ მიზანს წარმოადგენს არა ერთმნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების, არამედ მცირე კომპრომისების მიღწევა - მაგალითად, ლოკალური დაზავების და ტყვეთა გაცვლის თაობაზე.
XS
SM
MD
LG