წუხელ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორიათასამდე მონაწილემ გრუშევკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე „უკრაინის სახლის“ სახელით ცნობილი მდებარე კონგრეს-ცენტრის შენობა დაიკავა. შაბათს შენობის დასაცავად 200-მდე სპეცრაზმელი მივიდა, თუმცა ევრომაიდნის დამცველების წინააღმდეგობის შემდეგ, ისინი გაეცალნენ იქაურობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით შენობის სახურავზე ნაპოვნია საბრძოლო სახეობის იარაღის ტყვიები.
ყველაზე პოპულარული
1