Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ფართოვდება საპროტესტო გამოსვლების არეალი


უკრაინაში სარპოტესტო აქციების არეალი გაფართოვდა და ქვეყნის აღმოსავლეთი და ცენტრალური რეგიონებიც მოიცვა. კვირას საპროტესტო აქციების მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების შენობების დაკავებას შეეცადნენ აღმოსავლეთის ქალაქებში - საპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში, თუმცა, პოლიციამ შეძლო მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენებით. ანტისამთავრობო აქციები გაიმართა ოდესასა და ხარკოვში. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მუნიციპალური შენობები დაიკავეს უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ათამდე რეგიონში. კვირას ღამით კიევში ოპოზიციის აქტივისტებმა შეძლეს იუსტიციის სამინისტროს შენობის დაკავება.
XS
SM
MD
LG