Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიცია მზად არის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად


უკრაინის წამყვანი ოპოზიციური პარტიები მზად არიან, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად, თუმცა მას აფრთხილებენ, რომ დემონსტრანტების მოთმინებას შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ბოლო მოეღოს. ოპოზიციის ლიდერები ეთრობლივ განცხადებაში გამოთქვამენ მოლაპარაკებისათვის მზადყოფნას "მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, შეწყვიტოს მოლაპარაკება და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს". ოპოზიციის ეს მიმართვა მოჰყვა დემონსტრანტების შეჭრას უკრაინის იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის მინისტრმა, ოლენა ლუკაშმა განაცხადა, რომ მოუწევს ითხოვოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ დემონსტრანტები არ გავლენ იუსტიციის სამინისტროდან.
XS
SM
MD
LG