Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონის გაუქმებას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონების გაუქმებას. პარლამენტმა 16 იანვარს დაამტკიცა ეს კანონები, რასაც კრიტიკა და საპროტესტო აქციების გამწვავება მოჰყვა. კანონების გაუქმებას სამშაბათს მიემხრო 361 პარლამენტარი, დარბაზში მყოფი სულ 412-დან. უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდა ასევე, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი. ის პრეზიდენტ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირედ ითვლება. ოპოზიციის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს შეფასებით, აზაროვის გადადგომა არის მხოლოდ „ნაბიჯი გამარჯვებისაკენ“. გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა ოპოზიციის სხვა ლიდერს, არსენი იაცენიუკს, მაგრამ იაცენიუკმა უარი თქვა.
XS
SM
MD
LG