Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლადიჩმა უარი თქვა კარაჯიჩის საქმესთან დაკავშირებით მოწმედ გამოსვლაზე


ბოსნიელი სერბების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა, გენერალმა რატკო მლადიჩმა უარი თქვა მოწმედ გამოსვლაზე თავისი ყოფილი პოლიტიკური მოკავშირის, რადოვან კარაჯიჩის საქმის განხილვისას. მლადიჩმა ჰააგაში, ყოფილი უგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალზე განაცხადა, რომ ეს ტრიბუნალი „სატანის სასამართლოა“. შემდეგ მან თქვა, რომ მეტისმეტად ავადაა საიმისოდ, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს. ბრალდების მიხედვით, მლადიჩი და კარაჯიჩი იყვნენ ბოსნიაში 1992-95 წლების ომის ორგანიზატორები. ორივეს ასამართლებენ სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და გენოციდის ბრალდებებით.
XS
SM
MD
LG