ეგვიპტეში სასამართლოს წინაშე წარდგა დამხობილი პრეზიდენტი მუჰამად მურსი, რომელსაც ასამართლებენ 2011 წელს ციხიდან გაქცევასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. დღეს მურსი სულ მეორე გამოჩნდა საჯაროდ, შარშან ივლისში მისი მმართველობის დამხობის შემდეგ. 30-წუთიან ტელერეპორტაჟში, რომელიც ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა, ჩანს პატიმრის თეთრ ფორმაში ჩაცმული მურსი, რომელიც მოსამართლეს უყვირის - „თქვენ ვინ ხართ? მითხარითო“. სასამართლო განიხილავს 2011 წელს ეგვიპტის ციხეებიდან 20 000-ზე მეტი პატიმრის, მათ შორის მურსის გაქცევის საქმეს. ბრალდებები წაყენებული აქვთ პალესტინელების გასამხედროებულ ჯგუფ „ჰამასსა“ და ლიბანელების ჯგუფ „ჰიზბოლასაც“.