Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სერგეი არბუზოვი შეასრულებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შესრულება ქვეყნის პრეზიდენტმა სერგეი არბუზოვს, პრემიერ-მინისტრის მოადგილეს დააკისრა. მთავრობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, მინისტთა კაბინეტს მუშაობის გაგრძელება პრეზიდენტმა ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე დაავალა. სავარაუდოდ, სერგეი არბუზოვი გაუძღვება 29 იანვარს დაგეგმილ მინისტრთა კაბინეტის სხდომას. ყოფილმა პრემიერ-მინისტრი სამშაბათს საკუთარი ნებით გადადგა პოსტიდან. ქვეყნის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა.
XS
SM
MD
LG