Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა


ისრაელში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ორი ქვეყნის მთავრობათა მეთაურებს შორის საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხები, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემები განიხილეს. ხელი მოაწერა ასევე ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. „კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG