Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადებით, რუსეთი ჯერ არ იწყებს უკრაინასთან შეთანხმების შესრულებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, დაელოდოს უკრაინაში ახალი მთავრობის შექმნას, ვიდრე შეასრულებდეს შეთანხმებას კიევისთვის 15 მილიარდი დოლარის მომცველი კრედიტების მიწოდების შესახებ. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის დაპირებას უკრაინისათვის კრედიტების მიწოდებისა და გაზის გაიაფების შესახებ. შესაბამისი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა უკვე მოახდინა 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება უკრაინის ობლიგაციებში, ამ ქვეყნის ვალების გარშემო კრიზისის განმუხტვის მიზნით. უკრაინაში სამშაბათს გადადგა პრემიერ-მინიტრ ნიკოლაი აზაროვის მთავრობა.
XS
SM
MD
LG