Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტით გავრცელებულ, ყოფილი მაღალჩინოსნების ამსახველ ვიდეოს პროკურატურა შეისწავლის


საინფორმაციო საშუალებების თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა აპირებს შეისწავლოს ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახავს და რომლის ავთენტურობა ცნობილი არ არის. ვიდეო “youtube”-ზე იქნა ატვირთული და ასახავს შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს. ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს ეუბნება, რომ „ორი გვამი“ სჭირდება და „პრემია დიდია“. საუბრებში ისმის სიტყვა „მუხროვანი“. საქართველოს წინა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ 2009 წლის მაისში მუხროვანის სატანკო ბატალიონში სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხება მზადდებოდა.
XS
SM
MD
LG