Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ფინანსურ სანქციებს ამზადებს უკრაინასთან დაკავშირებით


აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ფინანსურ სანქციებს ამზადებს, თუკი ძალადობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" აშშ-ს კონგრესში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. "სანქციების პაკეტის დამუშავება ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი მზად იქნება, - განაცხადა წყარომ. როგორც "როიტერსის" წყარომ აღნიშნა, სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციის ლიდერების მიმართ, თუკი ძალადობა ფართო ხასიათს მიიღებს.
XS
SM
MD
LG