Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი აღარ აპირებს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მოთხოვნას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როგორც ჩანს, შეაჩერა კონგრესის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას. ობამამ სამშაბათს კონგრესში, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს, სანამ მიმდინარეობს ირანთან მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის საკითხზე. ობამამ აღნიშნა ასევე, რომ თვითონაც დაუჭერს მხარს სანქციებს, თუ მალე არ მიაღწევენ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ობამას გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დემოკრატმა სენატორმა, რომელიც ახალი სანქციების მხარდაჭერას აპირებდა, უკან დაიხია - გამოთქვა შეფასება, რომ ახლა არ არის დრო ახალი სანქციებისათვის. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG