Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. გამოძიებას საფუძვლად დაედო ინტერნეტსივრცეში 29 იანვარს, საღამოს გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანან ყოფილი ხელისუფლების და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ისმის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომ ორი გვამის მიტანას ითხოვს და შემსრულებლებს დიდ პრემიას ჰპირდება. „მთავარი პროკურატურა გამოძიების ფარგლებში შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია" - ნათქვამია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. მუხროვანის ამბოხებად წოდებული ფაქტი 2009 წლის 5 მაისს მოხდა და მის ორგანიზატორებად ხელისუფლებამ გამოაცხადა შეიარაღებული ძალების ოფიცრები კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე და გია კრიალაშვილი. მათ წინააღმდეგ იმავე წლის 21 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი დაიღუპა, ოთანაძე და ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ. მათ ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადების ბრალდებით სასამართლომ 29 და 28 წლით თავისუფლეის აღკვეთა შეუფარდა. კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ და სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, ხელისუფლება 2009 წლის მაისში თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სამხედროთა გამოყენებას აპირებდა, რის გამოც სამხედრო მეთაურები ჟურნალისტების მიწვევას და პროტესტის გამოთქმას აპირებდნენ. ოთანაძე და ამირიძე პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდნენ პარლამენტისგან 2012 წელს მინიჭებული პოლიტპატიმრის სტატუსით.
XS
SM
MD
LG