Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეზერაშვილი პატიმრობაში რჩება, მისი ექსტრადირების საკითხი კი ღიაა


ფრანგმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, იმსჯელოს ყველა საკითხზე და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ არგუმენტებზე, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განუცხადა, რომელიც დღეს საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს ესწრებოდა. კითხვაზე, თქვა თუ არა ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომ არ უნდა მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, დონდოლაძემ განაცხადა: "პროკურორმა თქვა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყველა იმ ასპექტზე, რაც საქმეში არსებობს, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული არგუმენტებიც მოიყვანა ამ პოზიციის გასაძლიერებლად". თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე სასამართლო პროცესი საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართა. კეზერაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს. კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG