Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში იმყოფება საქართველოს მთავრობის დელეგაცია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იმყოფებიან მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ 50-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 1 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონული სტაბილურობა." პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. პრესამსახურის ცნობითვე, კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს, ამერიკელ სენატორ მაკკეინს და კონგრესმენ ტერნერს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს, სერბიის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს, ბულგარეთის პრეზიდენტს და გერმანიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
XS
SM
MD
LG