Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი მიუნხენში უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება


მიუნხენში უსაფრთხოების 50-ე კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან - ვიტალი კლიჩკოსა და არსენი იაცენიუკთან, აგრეთვე რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გეგმავს. გერმანიის ამ ქალაქში დღეს სახელმწიფოებისა და მთავრობების 20-მდე მეთაური, რამდენიმე ათეული საგარეო და თავდაცვის მინისტრი იკრიბება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია სამ დღეს გასტანს და მისი დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია - სამოქალაქო ომი სირიაში, პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და ირანის ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG