Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებებს არასაკმარისად მიიჩნევს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თვლის, რომ არასაკმარისია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ის დათმობები, რაც მან პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შესთავაზა. პარასკევს ბერლინში ჯონ კერი გერმანელ კოლეგას ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აშშ-ის სახელწმიფო მდივნის სიტყვებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის ანტისამთავრობო ოპოზიციას. თუმცა, ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა „ჭეშმარიტი“ თანამშრომლობის შესაძლებლობა შეთავაზა ოპოზიციას, რაზეც, შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს. ამასთან კერიმ არასაკმარისი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას მინისტრთა კაბინეტის ოპოზიციის ლიდერების დაკომპლექტებაზე. აშშ-ს დაუშვებლად მიაჩნია უცხო ქვეყნების ჩარევა უკრაინის შიდა საქმეებში, რის თაობაზეც, ჯონ კერის თქმით, იგი მიუნხენში მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან აპირებს მოლაპარაკებების გამართვას.
XS
SM
MD
LG