Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენმა და ლავროვმა უკრაინის და ანტისარაკეტო ფარის გამო განსხვავებული პოზიციები გამოხატეს


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სხვადასხვა პოზიციაზე არიან უკრაინის გამო, ასევე ანტისარაკეტო ფარის გარშემო. რასმუსენმა, მიუნხენის, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფრენეციაზე, განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფადი არჩევანის საშუალოება, რომელ მიმართულებას აირჩევს. ლავროვმა ბრალად დასდო ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. „რატომ არ ისმის მათი გაკიცხვის ხმები, ვინც სამთავრობო შენობებს იკავებს და დღემდე არ ტოვებს, თავს ესხმის და ცეცხლს უკიდებს პოლიციელებს, გამოდის რასისტული, ანტისემიტური, ნაცისტული ლოზუნგებით“, განაცხადა ლავროვმა მიუნხენში. მისი თქმით, რა კავშირი აქვს საპროტესტო გამოსვლიკენ წაქეზებას დემოკრატიის ხელშეწყობასთან? ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რომ რუსეთთან ნატო მნივშვნელოვან საკითხებში დაშორებულია. შეშფოთებული ვარ, როცა მესმის, რომ არა შეტევითი და არა თავდაცვითი სისტემები, საბრძოლო თვითმფრინავები განათავსეს ბელორუსიაში და კალინანგრადის ოლქში, სადაც ისკანდერის ტიპის რაკეტები დადგეს, არქტიკაში კი მეტი სამხედრო ძალა იგზავნება. თქვა რასმუსენმა მიუნხენში. მან მოსკოვს ბრალაა დასდო, რომ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არასწორად - შეტევითად, შეაფასა. უკრაინის თაობაზე რასმუსენმა მოსკოვს ბრალად დასდო, რომ უგულვებელყოფს მეზობელი სახელმწიფოს უფლებას თვითონ აირჩიოს მოკავშირეები.
XS
SM
MD
LG