Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო: უკრაინელებმა დაადასტურეს გადაწყვეტილება


უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის ხალხმა დაადასტურა თავისი ნება, რომ სურს პოლიტიკური ცვლილება, მის მიმართ ძალადობის მიუხედავად. უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, მან უკრაინის დასავლელ მეგობრებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინის დემოკრატიულ მოძრაობას, წარმატების მიღწევაში. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია კრიზისი დამშვიდდეს და მთავრობამ უარი თქვას დემონსტრანტების მიმართ ტერორის და ძალადობის გზაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლეონიდ კოჟარამ, რომელიც იმავე პანელში მონაწილეობდა, რომელშიც კლიჩკო და სხვათა შორის, პრემიერი ღარიბაშვილი, განაცხადა, რომ ყველა უკრაინელი, მათ შორის რვა მილიონი ეთნიკური რუსი უკრაინაში, არ არის საპოტესტოს გამოსვლების მომხრე. მისი თქმით, უკრაინა მრავალფეროვანი ქვეყანაა და უბრალოდ არ ძალუძს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის გააკეთოს, არამედ კავშირი უნდა ჰქონდეს ორივესთან. უკრაინის საკითხი დომინირებდა მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც ხვალაც გაგრძელდება და დასრულდება.
XS
SM
MD
LG