Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ოპოზიციონერი შინა პატიმრობაში რჩება


დაკავებული ირანელი ოპოზიციონერი, მეჰდი ქარუბი თავის ბინაში გადაიყვანეს, მაგრამ კვლავ შინა პატიმრობაში რჩება. ქარუბი და სხვა ოპოზიცონერი, მირ ჰოსეინ მუსავი, ორივე 70 წელს მიტანებული, იზოლაციაში ჰყავთ 2011 წლის თებერვლის შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზების გამო. ეს გამოსვლები 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. ბრალი წაყენებული არც ერთს არ აქვს. ქარუბის ვაჟმა, ჰოსეინ ქარუბიმ კვირას განაცხადა, რომ მამამისი ჩრდილოეთში, ჯამარანის არეალის დედაქალაქში, მათ სახლში გადაიყვანეს კვირა ღამით. მისივე თქმით, ქარუბი დაკავებული ჰყავდათ მისი ოჯახის მეორე სართულზე მდებარე ბინაში და უშიშროების ძალებმა კი შენობაში პირველი სართული დაიკავეს. ქარუბის ბინაში გადაყვანა შედეგია პრეზიდენტად როჰანის არჩევისა.
XS
SM
MD
LG