Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი: აშშ უფრო აქტიურად დაეხმარება უკრაინას


აშშ-ის ხელისუფლება უფრო აქტიურად დაეხმარება უკრაინას შექმნილი კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილთან და პარტია "ბატკივშინას" წარმომადგენელ გრიგორი ნემირეისთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან, "ბატკივშინას" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი მიმდინარე კვირაში კიევს ეწვევა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე შეხვედრებს გამართავს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG