Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებმა 10 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში 10-მდე ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად. ძალადობის მხრივ ერაყში ბოლო წლების უმძიმესი პარიოდი დგას. ოფიციალური პირების ცნობით, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მარტო იანვარში, რაც მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მსხვერპლის მატებას იწვევს ანბარის პროვინციაში უშიშროების ძალებსა და ექსტრემისტებს შორის შეტაკებები და დაპირისპირება სუნიტურ უმცირესობასა და შიიტურ უმრავლესობას შორის.
XS
SM
MD
LG