Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩადის „ხელის გასაწვდენად“


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, იწყებს ირანში ვიზიტს ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების განსამტკიცებლად. ამ შეთანხმების მიხედვით, 20 იანვარს ამოქმედდა ექვსთვიანი გეგმა, რომელიც დროებით ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას თეირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ბილდტმა თავის ბლოგში დაწერა, რომ ირანში ჩადის, რათა მას „ხელი გაუწოდოს ცვლილებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად“. ირანის მმართველ რეჟიმთან უთანხმოებების მიუხედავად, ბილდტის თქმით, დასავლეთში აცნობიერებენ ამ ქვეყნის მნიშვნელობას და პატივს სცემენ მის კულტურულ და ისტორიულ ტრადიციებს.
XS
SM
MD
LG