Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე მოწმედ დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში


დემოკრატიული მოძარობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოწმედ დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის, რაც 26 მაისს მოხდა, იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ მასშტაბური სადამსჯელო ოპერაცია. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა უარყო, რომ იმ ღამით თბილისში მისმა ავტომანქანამ იმსხვერპლა ერთი პოლიციელის სიცოცხლე. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს 26 მაისის მოვლენებთან რუსეთის კავშირის შესახებ, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თუ შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს შესაბამისი მტკიცებულებები ჰქონდა და არ დააკავა, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ნინო ბურჯანაძის განცხადებითვე, მთავარი ფიგურა, ვინც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისთვის უნდა გასამართლდეს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
XS
SM
MD
LG