Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია: ევროკავშირი წლიურად 161 მილიარდ დოლარს კარგავს კორუფციის შედეგად


ევროკომისიამ გამოაქვეყნა კორუფციის შესახებ ანგარიში, რომლის თანახმადაც კორუფცია გავრცელებულია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და წლიურად 161 მილიარდ ევროს (161 მილიარდი დოლარით) აკარგვინებს ამ ქვეყნების ეკონომიკას. ევროკომისიამ პირველად გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში კორუფციის შესახებ. განსაკუთრებული პრობლემები
დაფიქსირდა რუმინეთსა და ბულგარეთში. ანგარიშში ნათქვამია, რომ წვრილმანი და პოლიტიკური კორუფცია - ორივე რჩება „სისტემურ პრობლემად“ რუმინეთში, ხოლო ბულგარეთში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები უკვე წლებია, პრიორიტეტად სახავენ მექრთამეობასთან ბძროლას. ევროკომისიის ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამენ კორუფციის მხრივ იტალიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და ხორვატიაში არსებული მდგომარეობის გამოც.
XS
SM
MD
LG