Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებების სერიას 23 კაცი შეეწირა


ერაყიდან მოსული ცნობებით ბაღდადსა და მის შემოგარენში დანაღმული ავტომობილებით მომხდარი აფეთქებების შედეგად 23 კაცი დაიღუპა. სულ აფეთქდა 7 დანაღმული ავტომობილი, რასაც სულ მცირე 19 კაცი შეეწირა. კიდევ ოთხი ადამიანის გვამი ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთის კვარტალში იქნა ნაპოვნი. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმებს და ძალადობას სუნიტებსა და შიიტებს შორის ხდება, იანვრის თვეში ქვეყანაში 1000 კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG