Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დოჟდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეარხი არ დაიხურება


რუსეთში დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდის“ გენერალური დირექტორი, ნატალია სინდეევა აცხადებს, რომ ტელეარხი არ დაიხურება. სინდეევამ დღეს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ კომპანია მუშაობას გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტელეარხმა გამოაცხადა მასთან კონტაქტის შეწყვეტის შესახებ. იმისათვის რომ არ დაიხუროს, „დოჟდის“ მენეჯერები საკაბელო ქსელებს სთავაზობენ 2014 წლის ბოლომდე პროგრამების უფასოდ ტრანსლირებას. „დოჟდის“ თანამფლობელმა ალექსანდრ ვინოკუროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ არხი დახურვის პირას დგას. „დოჟდს“ პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც ჩაატარა გამოკითხვა მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადის საკითხზე. მან დასვა შეკითხვა, ხომ არ იქნებოდა მართებული ნაცისტებისათვის ლენინგრადის ჩაბარება, რათა თავიდან აეცილებინათ ხანგრძლივი ბლოკადა, რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG