Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე


უკრაინის პარლამენტის სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებსაც ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის ძალაუფლების შესაზღუდად. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სამშაბათს ვერ შეძლეს საკმარისი ხმების მოგროვება იმისათვის, რომ აღდგენილიყო კონსტიტუციის ძველი ვერსია. ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო პარლამენტში კენჭისყრამდე შეხვდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტს მოუწოდა „დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება“. საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, უკრაინელი ოპოზიციონერები მოითხოვენ იანუკოვიჩის გადადგომას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და უპირობო ამნისტიას საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებისთვის.
XS
SM
MD
LG