Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილი: დაუდგენელია, სანდრო გირგვლიანი მოკლეს, თუ გარდაიცვალა


სანდრო გირგვილიანის საქმეში დაუდგენელია, ის მოკლეს თუ გაქცევისას გარდაიცვალა, - ამის თაობაზე საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. "მნიშვნელოვანად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა", - აღნიშნა კბილაშვილმა და დასძინა, რომ არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული.“ ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს", - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
XS
SM
MD
LG